ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ის პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით დამწუხრებული და იმედგაცრუებულია "ნიუპოსტთან" ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე გამოეხმაურა.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ბუკიკიომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, ამ ხმაურიანი განცხადებით "დაასამარა".
"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვენეციის კომისია ყოველთვის მოზომილ განცხადებებს აკეთებს და სამართლებრივი ენით საუბრობს და დელიკატურად ამბობს სათქმელს, ბატონი ბუკიკიოს მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირი, და მე ვიტყოდი უხეშად ნათქვამი იყო. მან ისეთი სიტყვები გამოიყენა, (იმედგაცრუებული, დამწუხრებული) რომ ფაქტობრივად ქართული ოცნების საკონსტიტუციო პროცესი დაასამარა, "- განაცხადა "ნიუპოსტთან" რომან გოცირიძემ.
საპარალამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, "მმართველ პოლიტიკურ ძალას როგორც არ უნდა ურტყა, სიტყვით თუ ჩაქუჩით, მათ თავიანთი პოლიტიკური გეგმები აქვთ".
"მმართველ პოლიტიკურ პარტიას აქვს თავისი პოლიტიკური პროგრამა, რომ წინასაარჩევნოდ თავიანთი სასტარტო უპირატესობა ყველანაირი ხერხით უზრუნველყონ. ხელისუფლება ხვდება, რომ ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული უამრავი მეთოდი - ფული, დაშინება, მოსყიდვა, გაყალბება და სხვა... ასეთ არაპოპულარულ ხელისუფლებას არ გაუვა და ამიტომ ცდილობენ კონსტიტუცია თავიანთ საარჩევნო მიზნებს მოარგონ. ცვლილებები შეიტანეს საარჩევნო კოდექსში და უნდათ გააუქმონ ყველა არჩევითი ორგანო რაც კი საქართველოშია. მიმდინარეობს ტოტალური ბრძოლა ძალაუფლების შენარჩუნებისა ჯერ მხოლოდ ქაღალდზე, შემდეგ ეს ფიზიკურად გამოვლინდება, თუმცა როგორც წესი მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხელისუფლებისთვის კარგად არასდროს სრულდება"- განმარტა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






