რუსეთისგან მომდინარე საფრთეები და რეფორმები საქართველოში - ბუნდესტაგის რეზოლუცია
პოლიტიკა - 09:35, 29 Jun, 2017     989
2017 წლის 28 ივნისს გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და მასში მონაწილე ქვეყნების შესახებ.

დოკუმენტში საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე, როგორც პროგრამაში მონაწილე ქვეყნების მოდერნიზაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე, მასში ასევე საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის მომავალ სამიტზე, ბუნდესტაგის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ სამიტი ახალ იმპულსს შესძენს თანამშრომლობას და საშუალებას მისცემს ევროკავშირს ყველა წევრ ქვეყანასთან დიფერენცირებული თანამშრომლობის.

რეზოლუციაში ასევე საუბარია რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე და აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ცხადი გახდა, რომ რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრი ქვეყნების საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევას ცდილობს და ამით მათ ევროკავშირთან დაახლოებას აფერხებს. სწორედ ამიტომ, ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური ფრაქცია შემუშავებული რეზოლუციით ხაზს უსვამს, რომ „პარტნიორი ქვეყნების მიერ ლეგიტიმურად მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ სუვერენულ უფლებებში ჩარევა დაუშვებელია. რუსეთი არ შეიძლება საფრთხედ იქცეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის, არამედ მათი ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის ნორმებით“.

რეზოლუციით გერმანელი პარლამენტარები აღნიშნავენ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ქვეყნის დემოკრატიული რეფორმირების პროცესში. კერძოდ რეზოლუციაში აღნიშნულია: „საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის სფეროში გატარებული რეფორმების კუთხით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1993 წლიდან გერმანიასთან არსებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ სამართლის სფეროში, რამაც ქვეყანას ხელი შეუწყო აღნიშნული პროგრესის მიღწევაში. საქართველომ არაერთხელ აჩვენა, რომ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, იგი რეფორმებზე ორიენტირებული ქვეყანაა, რასაც ადამიანის უფლებების დარგში ქვეყნის ევროკავშირთან რეგულარულ დიალოგში ყოფნაც ნათელს ხდის. საქართველოს ასევე მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. კორუფციის დასამარცხებლად ქვეყანამ არაერთი ძირფესვიანი ადმინისტრაციული რეფორმა გაატარა, რომელთაგან სამაგალითოდ შეიძლება დასახელდეს პოლიციის რეფორმა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების გატარების კუთხით, საქართველო არის გამორჩეული ლიდერი და იმსახურებს განსაკუთრებულ აღიარებას“ - აღნიშნულია ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი - „არსებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნათლად ასახავენ ინვესტორების ნდობას ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ”- ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რაც გერმანელი დეპუტატების განცხადებით ართულებს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს „2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. რუსეთის მიერ ჩამორთმეულ საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 10 000 რუსი სამხედროა განთავსებული. რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთის არმიას მიუერთოს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები, კიდევ უფრო ართულებს რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას,”- წერია რეზოლუციაში.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ბუნდესტაგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდამჭერი რეზოლუცია პირველად მიიღეს, იგი ინიცირებული იყო მმართველი კოალიციის მიერ ერთობლივად - ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი, ქრისტიანულ-სოციალური კავშირი და სოციალ-დემოკრატიული პარტია. გერმანიის ბუნდესტაგის მიერ რეზოლუციის მიღება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განმტკიცებას, კერძოდ კი, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42