ლელა მიქელაძე, ბიზნესლედი და მომღერალ მარკუს მეტრეველის ყოფილი მეგობარი ქალი პლასტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებით, მის მიმართ არსებულ კითხვებს ფეისბულზე პასუხობს:
"დილამშვიდობის..
კითხვა იმის შესახებ თუ რა პლასტიკურები მაქვს გაკეთებული.ტანზე და სახეზე..და ასევე რამდენი წლის ვარ..
კარგია ამ კითხვას რომ მისვავთ,და გულახდილათ მინდა გიპასუხოთ რადგან ისედაც არასდროს არაფერს ვმალავ მიყვარს გულახდილი საუბარი...
4 წლის ასაკიდან ვთამაშობდი ჩოგბურთს ვარ ძალიან აზარტული და სპორტის მოყვარული შინაგანად,,ალბად როგორც ყველა ბავშვს მეც ნაადრევი ასაკიდან ჩამომიყალიბდა ტანი კუნთი და ისედაც გენეტიკურად დედა მყავს ზუსტად იგივე ტანის ფორმებით ოღონდ ჩემზე ოდნავ მაღალია..ეს ტანს რაც შეეხება ,არაფერი არ მაქვს გაკეტებული უბრალოდ,ვუვლი ვარჯიშობ და ცოტა დიეტას ვიცავ როდესაც საჭიროება მოითხოვს.
რაც შეეხება სახეს.
1997 წელს თბილისში ვიყავი ჩამოსული და რაღაცამ შემიჩიჩხინა მომინდა ტუჩის გადიდება რადგან მაშინ სულ ზაგარი მქონდა მომწონდა იბიცაზე ნაცხოვრებს
,არ დაგიმალავთ და გერმანიიდან ჩამოვიტანე სოლარიუმის დანადგარიც კი,,ხალხი გიჟდებოდა შოკის თვალებით მიყურებდნენ ქუჩაში რომ გავდიოდი რადგან გახსოვთ ის პერიოდი თბილისში,არ იყო ასე მრავლად,ქალები სულ რამოდენიმე ვჩანდით ჩემი თაობის.სახელებს არ დავასახელებ რადგან კითხვა მე მეხება,,,
მომწონდა,,უფროსწორად მაფანატებდა ნაომი კემბელზე..ხოდა გადავწყვიტე მივსულიყავი გია გვარამიასთან ტუჩის გასადიდებლად.ნუ გიამ რო დამინახა ვინც იცნობთ გეცოდინებათ,მაშინვე არაფრის გაკეთება არ გინდაო და ეცადა გადარწმუნებას,მარა მე როგორც ჯიუტი საშინელი პიროვნება,,ფაქტიურად ძალით გავაკეთებინე ტუჩის გელი..შემდეგ ამიტაცა აზარტმა და კიდევ დავამატებინე.ძალიან ლამაზად მქონდა და მართლა ნაომი ვიყავი ბუნებრივი მწვანე თვალებით და ხელოვნურად დაბუშტული ტუჩებით . ეხლა ძალიან მეცინება რაარის ახალგაზრდობა არა???
შემდეგ 2000წელს მოვყევი საშინელ ავტოავარიაში,ვისაც გახსოვთ მწვანე შევროლე კამარო დადიოდა თბილისში,ბანბანერკას გავდა ძალიან უხდებოდით ერთმანეთს ხალხი შიგნით მივარდებოდა ქუჩაში სადმე რომ ვჩერდებოდი..სად იყო ამდენი ფუფუნება დღეს რომ მანქანები დადის თბილისში იმ დროს და ამ ავარიის შედეგად მძიმე ტრამვები მივიღე სახის.ანუ კერძოდ სახეყბის არეში,დაირღვა ასევე ეს ჩემი ნანინანატრი ნაომსკი ლუქიც,,არა მხოლოდ ეს,პატარა წვრილი საქარემინის შუშებს 2 წელი ვიცლიდი შუბლის არედან..და ასევე ფეხები მქონდა მომტვრეული კოჭის არეში..არავის ეგონა თუ ნორმალურად გავივლიდი...ის არ დამავიწყდება..დოლიძეზე,ფეხსაცმლის ატელიეში ლამაზი პლატფორმა მქონდა შეკვეთილი ჩემი დიზაინით,და პრიმერკაზე თაბაშირიანი ფეხებით ხელში აყვანილი მიმიყვანეს ჩემმა მეგობრებმა. ხალხი დაიშოკა
აი ეს არის და ეს,,შემდეგ უკვე წლები რომ გავიდა გავიკეთე გია გვარამიასთან ტუჩის პლასტიკა..ანუ ის გელი რაც მან ჩამიდგა ავარიამდე,,97 ში გამიჭრა ტუჩი და ამოვასუფტავებინე მივიყვანეთ საწყის ფორმამდე,,კიდევ კარგი კონტური არ დარღვეულა..და კითხვაზე რატომ არ ვიკეტებ ბოტოქსს შუბლის არეში,,ვიცი რომ საკმაოდ ბევრი ნაოჭი მაქვს,,
უბრალოდ დღესაც ხანდახან მაწუხებს კანის ქვეშ დარჩენილი ის პატარა მინის ნამსხვრევები და ხანდახან ამოდის ზემოდ,,და თავისებური შიში მაქვს რომ რამე ფატალური შედეგი არ მივიღო...სამაგიეროდ ,კვირაში ერთხელ ვიკეთებ ბებიის ნასწავლ მასკას,,რომელიც კანს საკმაოდ მიახალგაზრდავებს,,თქვენ ადრეც დავწერეთ ამის შესახებ.და ეს არის სულ ის რაც თქვენ გაინტერესებთ.ჩემს პლასტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებით..და გახლავართ 48 წლის...1969წლის 26 მაისს დაბადებული..
..ლამაზ დღეს გისურვებთ ყველას...........................ლ.მიქელაძე."
მასალის გამოყენების პირობები






