"ევროპულმა საქართველომ" უმრავლესობას მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მიმართა
პოლიტიკა - 15:11, 28 Jun, 2017     901
„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმრავლესობას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის განხილვის დაწყების თხოვნით მიმართა.

"როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. ისინი აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის, სტაბილურობაა და სწრაფი განვითარება. ოღონდ, სამწუხაროდ, სიტყვები და საქმე ტრადიციულად ერთმანეთს ცდება. მინდა 2 კონკრეტული მაგალითი მოგიყვანოთ. უმრავლესობის ლიდერი საუბრობდა იმაზე, რომ დასაგმობია რუსეთის ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამაში ვეთანხმები სრულიად და ნამდვილად დასაგმობია, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორც ცხინვალში, ისე აფხაზეთში. მათ შორის, ეს წვრთნებიც და კარგია, რომ ასეთი გზავნილი ჟღერდება, ოღონდ აქვე გაგახსენებთ, რომ დღის წესრიგის 99-ე საკითხს, ეს არის რეზოლუცია რუსეთის ქმედებების დაგმობასთან დაკავშირებით. ამ განცხადებების კეთებას, მარტივი წინადადება მაქვს, გადმოვიტანოთ, განვიხილოთ რეზოლუცია და კენჭი ვუყაროთ. ჩვენი ინიცირებული რეზოლუციაა, თუმცა მზად ვართ, რომ თქვენი შენიშვნები გავითვალისწინოთ და მივიღოთ რეზოლუცია, დავამატოთ ეს დაგმობაც და მარტო განცხადება კი არ იქნება, არამედ იქნება საქმე - პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას. ამიტომ სამწუხაროდ, სიტყვა და საქმე ერთმანეთს ხშირად ცდება“, - განაცხადა კაპანაძემ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, საქმეს და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით „ევროპულ საქართველოს“ ინიცირებული აქვს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტი.

„ეს საკითხი არის დღის წესრიგში 101-ე და დიდი ალბათობით, დღეს და ხვალ კი არა, შეიძლება 10 თვე ვერ მოესწროს. გადმოვწიოთ ეს საკითხი, განვიხილოთ და შევქმნათ ეს კომისიაც. ეს იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც გამჭირვალობას, ისე ეფექტურობას და მყისიერობას. რადგან მყისიერი არ იქნება ოქტომბერ-ნოემბერში თუ ამ თემას დაუბრუნდებით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42