„მართლაც შეუძლებელია, გაოცება არ გამოხატო, იმ გამოსვლებით, რასაც ვისმენთ უმრავლესობისგან და რატომღაც არაერთმა ახსენა თუ როგორი უსაფრთხო ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყანა , ნამდვილად გავიწყდებათ , რომ ეს ქვეყანა თქვენ უსაფრთო ნამდვილად ჩაიბარეთ და დღეს სამწუხაროდ მივიღეთ ქვეყანა სადაც ადამიანები, სწორედაც რომ დაცულად ვეღარ გრძნობენ თავს. ხშირ შემთხევაში ამ საფრთხის წყარო არიან სამართალდამცავები ან სამართალდამცავი ორგანოები , სამწუხაროდ მონაწილეები არიან პოლიტიკური გასართობი შოუსი, რომელსაც ‘’ქართული ოცნება ‘’ გეგმავს . რამოდენიმე შემთხვევა არ შემიძლია არ გამოვყო, ერთი რა თქმა უნდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე, რომლის გამოძიებაზეც პროკურატურა, ცხადი განმარტებების გაკეთებას არ აპირებს. არ აპირებს იმიტომ რომ ხელისუფლების , მძიმე და დანაშულებრივი გადაცდომები იკვეთება , რომელიც სამწუხაროდ ქვეყნის იმიჯზე აისახება და იმ უსაფრთხო ქვეყანაზე, რომელსაც თქვენ ამაყოფთ , მნიშვნელოვნად აზიანებთ , ასეთი შემთხვევებით. არ შეიძლება არ გამოვყოთ ციანიდის საქმე, საქმე რომელიც მთლიანად აგებულია ერთ მოწმეზე. მოწმე, რომელიც პროკურატურამ ქვეყნიდან გააპარა, რომ მისი როგორც ჩანს დამატებით გამოკითხვის საჭიროების შემთხვევაში, აღარ იყოს შესაძლებელი მისთვის შეკითხვების დასმა. სამაგიეროდ პროკურატურა არ ჩქარობს ასევე ცხადი განმარტებები გააკეთოს დაიწყო თუ არა გამოძიება კონკრეტული ჟურნალისტების და კონკრეტული ტელეკომპანიის მიმართ, რომლის მიმართაც თქვენი პოლიტიკური დაინტერესება, პოლიტიკური შეტევა აქამდეც ისედაც მძიმე ხასიათს ატარებდა.საბოლოო დაგვირგვინება იქნება პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ჟურნალისტების მიმართ თითქოს მოწმეზე, რომელიც აშკარად წინასწარ დამუშავებული იყო მნიშვნელოვნად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ამ მოწმეზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის შესახებ. თუ ვინმეზე უნდა მოხდეს საქმის გამოძიების დაწყება ეს თავად მთავარი პროკურორია, რომელმაც ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის აშკარა ნიშნების შემცველი განცხადება გააკეთა,“-განაცხადა აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






