"დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ხოლმე საღამოს ფეხბურთს და სხვა სპორტითაც გავერთობოდი ხოლმე, მაგრამ გაცილებით დიდი პრობლემებია ქვეყანაში, როდესაც ვუსმენ უმრავლესობის გამოსვლებს, არ შემიძლია, არ გავიხსენო წინა საუკუნის 50- იანი 70 მიანი წლების საბჭოთა გადაცემები, მოამბე და ვრემია, თუ როგორ კარგად იყო ყველაფერი და როგორ კარგად მიდის ცხოვრება. 50 - იან წლებში საბჭოთა კავშირის დროს გენერალურმა მდივანმა ხრუშოვმა გამოაცხადა რომ შემდეგი 10 წლის შემდეგ შევალთ კომუნიზმშიო და აი ასეთი სულის კვეთება არის დღეს დარბაზში. უნდა დავუბრუნდეთ ერთერთ მთავარ თემას, გამოვეხმაურო საკონსტიტუციო ცვლილებებს, არ შეიძლება კიდევ ერთხელ არ შევეხო , თვეების განმავლობაში თქვენ ამტკიცებდით, რომ კონსტიტუციაში ცვლიდით ფუნდამეტურ საკითხს, არჩევენების სისტემასთან დაკავშირებით, ამას მოითხოვდა მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება. მეგობრებო თქვენ დადიოდით ქალაქ , ქალაქ და თქვენ ამორჩეველს, ეუბნებოდით რომ ცვლით სისტემას ,რომ შერეული სისტემა ნაკლებად დემოკრატიულია, ამბობდით რომ ნაკლებად ავტორიტეტულია და სერიოზულ ცვლილებებს, ცვლის და ეს არის ცუდი. მაგრამ თვენ , ბოლო დღეებში უბრალოდ შეცვალეთ და ისევ დაუბრუნდით ძველ სისტემას. რეალურად თქვენ მოატყუეთ ქართველი ამომრჩეველი, თქვენი ამორჩეველი რომელსაც ელეპარაკებოდით 4 თვის განმავლობაში, თქვენ ასევე მოატყუეთ საერთაშორისო საზოგადოება და ქართული საზოგადოება , ეს არის სერიოზული პრობლემა, თქვენ გაქვთ რეპუტაციის პრობლემა და ნდობის პრობლემა ამის შემდეგ. ასევე თქვენ ართმევთ ქართველ უფლებას, აირჩიონ პრეზიდენტი პირდაპირი წესით და ამას არც ეკითხებით. ეს არის სერიოზული პრობლემა, როდესაც ვენ გთავაზობდით მოგეწყოთ საერთო სახალხო განხილვა, გეკითხათ ადამინებისთვის აზრი, იმიტომ რომ ეს ცვლილებები შეცვლის და განსაღვრავს, უახლოეს ისტორიას და ამის ხალხის გაკეთება არ არის არც დემოკრატიული და არც ნორმალური. საქმე იმაშია,რომ როდესაც დაეცემით ეს იყოს ნაკლებად მტკივნეული, ქართველი ხალხისათვის , ქვეყნისთვის და მინდა გითხრათ რომ ეს თქვნთვისაც ნაკლებად მტკივნეული უნდა იყოს" - განაცხადა რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






