როგორც ირკვევა, შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრო მატარებლის ბიზნეს კლასის ბილეთების ფასი, რომელიც 55 ლარი ღირდა, 100 ლარი ხდება. პირველი კლასის ბილეთის შეძნა 45 ლარის ნაცვლად 60 ლარად იქნება შესაძლებელი.
“როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოში სარკინიგზო მგზავრთა გადაყვანა დოტაციურია და სუბსიდირება ხდება. დავაკორექტირეთ მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მაღალი საფასო სეგმენტია და ითხოვს დამატებით კომფორტს. მეორე კლასზე ბილეთის ფასი უცვლელია. სადაც დამატებით კოფორტს ითხოვს მომხმარებელი, მან თავად უნდა გადაიხადოს ამ კომფორტში ფული”- განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
„ნიუპოსტმა“ ცაგურიას ეკონომ კლასის ბილეთების გაძვირების შესახებაც ჰკითხა. ცაგურია გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
მისი თქმით, ბილეთები სეზონურ ფასს უბრუნდება.
უფრო კონკრეტულად, ეკონომ კლასის ბილეთები 18 ლარის ნაცვლად, მომდევნო ორ თვეში 24 ლარი ეღირება.
„2012 წლამდე ეკონომ კლასი მუდმივად 25 ლარი ღირდა. ჩვენ 10 თვის განმავლობაში გავაკეთეთ ფასდაკლება და 24-ლარიან ბილეთს არასეზონურ პერიოდში 18 ლარად ვთავაზობდით მგზავრებს. ზაფხულში ბილეთის ღირებულება სეზონურ ფასს დაუბრუნდა”, – განმარტა დაჩი ცაგურიამ.
მასალის გამოყენების პირობები






