ომბუდსმენი ყოფილი მოსამართლეებისათვის განსხვავებული ოდენობის კომპენსაციის დანიშვნას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს
პოლიტიკა - 10:52, 28 Jun, 2017     1538
საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილი მოსამართლეებისათვის განსხვავებული ოდენობის კომპენსაციის დანიშვნას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მოსამართლეთა შორის დიფერენცირება დისკრიმინაციული ხასიათის მატარებელია.

"2017 წლის 23 ივნისს სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლითაც სადავოდ მიიჩნია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის 27 ნოემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლისა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის მე–2 პუნქტის კონსტიტუციურობა.

საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპენსაცია არ გავრცელდა ყოფილ მოსამართლეთა გარკვეულ კატეგორიაზე, რაც მათ არახელსაყრელ სამართლებრივ და მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიური სტატუსის მქონე საერთო სასამართლოს იმ მოსამართლეებთან შედარებით, რომელთაც საპენსიო ასაკი შეუსრულდათ 2012 წლის 1 სექტემბრამდე და 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ, რასაც არ აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება, ხოლო გამოყენებული საშუალება დასახული მიზნის არაპროპორციულია.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სოციალური გარანტიის დაცვის თვალსაზრისით, ანალოგიურ გარემოებებში მყოფი საერთო სასამართლოს მოსამართლეთა შორის დიფერენცირება დისკრიმინაციული ხასიათის მატარებელია, რაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლისა და 21–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების დარღვევას"- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42