ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო დღეს საქართველოს ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს პრეზიდენტთან. ირაკლი კობახიძე ბუკიკიოსთან შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე.
„კონსტიტუციის ახალ პროექტს პარლამენტმა დაუჭირა მხარი, 115-მა დეპუტატმა, ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ და ჯგუფმა. შესაბამისად მივაწვდით სრულ ინფორმაციას თუ როგორ ჩატარდა საკონსტიტუციო სესიები პარლამენტში,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შენიშვნებს გააცნობს საპარლამენტო ოპოზიციაც:
„საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ვიხილავდით კონსტიტუციის ცვლილებების ერთ ვერსიას და საბოლოო ჯამში ყველაფერი შეცვალა "ქართულმა ოცნებამ" და მიიღო სრულიად განსხვავებული ვერსია, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ არა მარტო ქართველ ამომრჩეველთან მოუწევს ახსნა, არამედ მათ ეს უნდა აუხსნან საერთაშორისო საზოგადოებას და ვენეციის კომისიას,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






