საქართველო და მოლდოვა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ
პოლიტიკა - 10:11, 28 Jun, 2017     1197

საქართველო და მოლდოვა 25 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყანაში რიგი ღონისძიებები გაიმართა. დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.

„მოხარული ვარ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების კუთხით. ამ წლების განმალობაში ჩვენი მიღწევები უკავშირდება მრავალ სფეროში არსებულ საერთო ინტერესებს, განსაკუთრებით კი ევროპული ინტეგრაციის პროცესებს. დარწმუნებული ვარ ორმხრივი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ შევძლებთ სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - აღნიშნულია მიხეილ ჯანელიძის მიერ მოლდოველი კოლეგისადმი გაგზავნილ წერილში.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გალბურიც საქართველოსა და მოლდოვას შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ: „ეს მნიშვნელოვანი თარიღი საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ ქართულ-მოლდოვურ ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების სიმტკიცეში, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ერთმანეთის ნდობას და მხარდაჭერას, რაც ორ ქვეყნას შორის პოლიტიკური დიალოგის და ორივე მხარისთვის სასარგებლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მტკიცე საძირკველს წარმოადგენს.“

საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მოლდოვის ფოსტის მიერ დამზადდა საფოსტო კონვერტები და მარკები შესაბამისი სიმბოლიკით. საფოსტო მარკაზე გამოსახულია საქართველოსა და მოლდოვას დროშები და ყურძნის მტევანი. ხოლო საფოსტო ბეჭედზე ამოტვიფრულია მოლდოვას სახელოვანი მმართველი -შტეფან ჩელ მარე (სტეფან დიადი 1433-1504) და საქართველოს მეფე ვახტანგ გორგასალი.

დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში ქ. კიშინეუსა და ქ. ბელციში ცენტრალურ უბნებში ბილბორდებზე მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი სპეციალური ლოგო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42