გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელი საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა განათლების წლად. შესაბამისად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა არაერთი პროექტი, რომელიც სწორედ განათლების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.
,,ამ კუთხით ძალიან საინტერესო ინიციატივა იყო „ნებულას“ ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა სწორედ განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და იმ ადამიანების ჩართულობას, რომლებსაც რეალურად სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის სოციალური თვალსაზრისით გარკვეული ტიპის პრობლემები აქვთ განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდოამრის განცხადებით, განათლება, როგორც განათლების უფლება, როგორც კონსტიტუციური უფლება თითოეული ახალგაზრდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ პროექტს და ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტის ფარგლებში უამრავმა ადამიანმა ისარგებლა და შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემებზე ემუშავათ, მათ შორის მომზადებულიყვნენ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






