ნინო ანანიაშვილი იაპონიის იმპერატორის ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს
პოლიტიკა - 17:38, 27 Jun, 2017     2187
საქართველოში იაპონიის ელჩის ტოშიო კაიტანის რეზიდენციაში გაიმართა ქართველი პრიმა-ბალერინას, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის იაპონიის იმპერატორის ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დაჯილდოების ცერემონია.

იმპერატორის ჯილდო ქართველ ბალერინას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით მიენიჭა.

ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენი ქართველ პრიმას პირადად გადასცა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა მოტომე ტაკისავამ, რომელმაც ასევე სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

საბალეტო ხელოვნების განვითარებაში ნინო ანანიაშვილის როლსა და მის მიღწევებზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. სიტყვით გამოსვლისას, მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და იაპონიას შორის სხვადასხვა დარგში, განსაკუთრებით კი კულტურის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღის მნიშვნელობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42