2017 წლის 1 ივლისიდან საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები ამოქმედდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:
უკონტაქტო პატრულირება
2017 წლის 1 ივლისიდან პოლიციას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეძლევა უფლება თავის სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა, აგრეთვე, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები.
უკონტაქტო პატრულირების განხორციელების არეალის შესახებ ინფორმაცია განთავსდება საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში;
მოპოვებული ინფორმაცია ინახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეიცავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან დანაშაულის შესახებ მონაცემებს.
უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე ფულადი ჯარიმა იწერება.
მასალის გამოყენების პირობები






