"ქართველებს გვახასიათებს, როდესაც ცა ჩამოიქცევა ან დიდი ტრაგედია მოხდება, შეგვიყვარდეს ერთმანეთი"- კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 14:36, 27 Jun, 2017     1290

400 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის წამყვან კლინიკებში - დაარსებიდან 3 წლის თავზე „საქართველოს სოლიდარობის ფონდი" საზოგადოების წინაშე შემაჯამებელი ანგარიშით წარდგა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა „სოლიდარობის ფონდის" საქმიანობა შეაფასა და მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების სიცოცხლის გადასარჩენად თანხა გაიღო. პრემიერ-მინისტრის თქმით, „სოლიდარობის ფონდმა" ადამიანების დასახმარებლად მოქალაქეების გაერთიანების უპრეცედენტო გამოცდილება შექმნა.

"ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს, როდესაც ცა ჩამოიქცევა, სტიქიური უბედურება დაგვატყდება ან დიდი ტრაგედია მოხდება, შეგვიყვარდეს ერთმანეთი, გავერთიანდეთ და უპრეცედენტო სოლიდარობის გრძნობით აღვივსოთ. სოლიდარობის ფონდი სრულიად სხვა პრეცედენტს ქმნის. როდესაც ცა ჩამოიქცევა ერთ კონკრეტულ ოჯახში, ერთი რომელიმე ბავშვის თავს, ჩვენ ამ დროს ვერთიანდებით და ვეხმარებით ასეთ ოჯახს. სწორედ ასეთი ტიპის სოლიდარობაზე არის აგებული თანამედროვე საზოგადოება, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი. სწორედ ამიტომ არის ეს ფონდი მნიშვნელოვანი და ამიტომ არის ჩვენი გაერთიანება ასეთი ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად უკიდურესად მნიშვნელოვანი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის იდეაც იყო ამ ფონდის შექმნა და წამოიწყო ძალიან კარგი საქმე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მარიამ ჯაშს, რომელიც ასევე იდეის სათავესთან იდგა და დღესაც მხარში უდგას "სოლიდარობის ფონდს". თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს,რომელმაც თუნდაც ძალიან მცირედი რესურსი გაიღო, რათა „სოლიდარობის ფონდს" გადაერჩინა ამდენი ბავშვის სიცოცხლე საქართველოში. მადლობა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც ინიციატივა გაიზიარეს და, რა თქმა უნდა, საჯარო მოხელეებს, რომლებიც ყოველთვიური ხელფასიდან აკეთებენ დანაზოგს, რათა ბავშვების სიცოცხლე გადავარჩინოთ!" - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეების სოლიდარობის ძალისხმევით, ფონდის საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

„სოლიდარობის ფონდის" იდეის გარშემო უკვე გაერთიანებულია 700-ზე მეტი საჯარო სამსახურის 60 000-ზე მეტი თანამშრომელი, 70 ორგანიზაცია და 53 სტუდენტური თვითმმართველობა, რომელთა სოლიდარობის შედეგად, ფონდში 10 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება მოხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42