ინფორმაციის ეთერში გასვლიდან მალევე, არასამუშაო დღეს მამალაძემ „რუსთავი2“-ს მაინც უჩივლა. „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის ბრალდება აბსურდულია.
ტელეკომპანიაში აღნიშნავენ, რომ ირაკლი ფირცხალავას მიერ გამოგზავნილი წერილის მიღების შემდეგ, „რუსთავი 2“-მა ინფორმაცია თავად ირაკლი მამალაძესთან გადაამოწმა. ეთერში გასულ რეპორტაჟში მან ბრალდებას ვრცელი განცხადებებით უპასუხა და საჯაროდ უარყო.
"სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავდა თუ არა ჩემი ჟურნალისტებისა და პროდიუსერების ქმედება, სიუჟეტის მომზადების დროს, მგონი ასეთ აბსურდზე პასუხის გაცემაც რთულია. საქართველოს პროკურატურამ რა სიზმრები ნახა და იგი შემჩნეულია მამალაძესთან ერთად სიზმრების ნახვაში მე არ ვიცი. ბატონი მამალაძე რას დაწერს ეს მისი საქმეა. პროკურატურა არ უნდა აკეთებდეს მყისიერ რეაგირებას, როდესაც საქმე თითიდან გამოწოვილ იდიოტიზმს ეხება. ყველას შევახსენებ, რომ რუსთავი 2 -ის სარედაქციო პოლიტიკა დაცულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით"- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






