გიორგი მღებრიშვილი იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა კორპუსის მეთაურს შეხვდა
პოლიტიკა - 13:46, 27 Jun, 2017     981

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ტულიო დელ სეტე დელეგაციასთან ერთად ეწვია. კარაბინიერთა კორპუსის მეთაურს შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

შს მინისტრმა იტალიის კარაბინიერთა კორპუსის მეთაურს უწყებაში, კერძოდ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

„ჩვენ ვიცით, რომ იტალიის კარაბინიერთა კორპუსს გააჩნია უდიდესი გამოცდილება და მისი საქმიანობა სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ იტალიის კარაბინიერთა კორპუსთან სხვადასხვა მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი უწყებების შესაძლებლობების განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მალე გახდება FIEP-ის (ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანება) წევრი და ამ მიზნის მისაღწევად, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენი სისტემა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რისთვისაც იტალიელი კარაბინიერების გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შს მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იტალიაში საქართველოს პოლიციის ატაშეს მუშაობის მნიშვნელობაზე, რომელიც იტალიის სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის ატაშე იტალიაში 2016 წელს რომში, თავისი პირველი სამუშაო ვიზიტის დროს წარადგინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა კორპუსს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს“. მემორანდუმი მხარეებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის, საზოგადოებრივი წესრიგის მართვის, მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციების, ახალი ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და ლოჯისტიკის, ექსპერტების გაცვლის და ერთობლივი სემინარების ორგანიზების მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42