დავით ნარმანია საგზაო უსაფრთხოების თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო
პოლიტიკა - 13:24, 27 Jun, 2017     939

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საგზაო უსაფრთხოების თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციამ“ წარადგინა პრეზენტაცია, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება მილიონ ერთეულზე მეტი ავტომობილისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეფექტიანად განხორციელებისათვის.

ასევე წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები, რომელმაც გამოავლინა სხვადასხვა ქალაქში საზოგადოების დამოკიდებულება მომავალ წელს ავტომობილების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირების დაწყებასთან დაკავშირებით.

თბილისის მერის განცხადებით, დაწყებულია მანქანების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება და მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთო პოზიციას იზიარებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა უწყება არის ერთ აზრზე - სახელმწიფომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დაწყებულია მანქანების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება. ეს თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობაზე დადებით ასახვას ჰპოვებს. ეტაპობრივად განხორციელდება ის ღონისძიებები, რაც შესაბამისი გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და რაც გულისხმობს, ტექნიკური ინსპექტირების არსებობას ავტომობილებზე. ეს ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია გადაადგილების და კომფორტის თვალსაზრისით და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობის კუთხით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42