ომბუდსმენი საჯარო სკოლების რესურს-ოთახების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრას ითხოვს
პოლიტიკა - 12:17, 27 Jun, 2017     1379
2017 წლის 20 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით საჯარო სკოლების რესურს-ოთახების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე.

სახალხო დამცველის მიერ საქმის შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში რესურს–ოთახები საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის იყო დროებით გადაცემული. შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას ესარგებლათ განათლების მიღების დროს მათთვის განსაზღვრული ინდივიდუალური მიდგომის მნიშვნელოვანი კომპონენტით.

აღნიშნულ ფაქტებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია, რამაც სახალხო დამცველის აზით, შესაძლოა ხელი შეუწყოს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობისთვის რესურს–ოთახების გამოყენების მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას. საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით.

გამოვლენილი პრობლემიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღმოიფხვრას საჯარო სკოლებში არსებული რესურს–ოთახების საუბნო–საარჩევნო კომისიების საქმიანობისთვის გამოყენების პრაქტიკა; 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და შემდგომ პერიოდში საჯარო სკოლების შენობებში საუბნო საარჩევნო კომისიების განთავსების დროს დაწესდეს მკაცრი კონტროლი რესურს–ოთახების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე და განხორციელდეს ეფექტური ზედამხედველობა დასახელებული მიდგომის პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42