საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და ცვლილებები - ოპოზიცია მიკერძოებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს
პოლიტიკა - 10:52, 27 Jun, 2017     1115

ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით - საკითხს დეპუტატები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. ოპოზიცია ცვლილებებს ხელისუფლებაზე მორგებულს უწოდებს და მიკერძოებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს:

„ეს ცვლილებები აბსოლუტურად მიკერძოებულია და მორგებულია ხელისუფლების ინტერესებზე. მათ უნდათ, რომ ხალხმა ისინი უბრალოდ ვერ გადაირჩიოს. ნამდვილი აბსურდის თეატრია. ასეთია ოლიგარქია. ის ძალიან გაუგებარი თამაშის წესებით და მიკერძოებით გამორიჩევა,“ - აცხადებს „ენმ“-ის წევრი ნიკა რურუა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, გაუგებარია თუ რატომ ხდება მმართველი გუნდის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლა:

„გაუგებარია, რატომ ხდება მმართველი გუნდის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მმართველი გუნდისთვის საარჩევნო კომისიებში წევრების რაოდენობას და შესაბამისად, შესაძლებლობას ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო კომისიის მუშაობაზე. ამ მიმართულებით ეს კანონი არის მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარმოდგენილი,“ - ამბობს ირაკლი აბესაძე.

უმრავლესობა ოპოზიციის არგუმენტებს არ ეთანხმება:

„ქართული ოცნების“ წევრთა თქმით, იმ პარტიას, ვინც არჩევნებზე მეტ ხმას მიიღებს, ცესკოში შესაბამისად მეტი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ დაკომპლექტების ეს ფორმა მომავალში გადაწყვეტილებებზე გავლენას არ იქონიებს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ "ქართული ოცნება" იქნება წარმოდგენილი. პირიქით, თანაბარი მონაწილეობა იქნება იმ პროპორციის მიხედვით, რომელი პროპორციაც არის არჩევნების შედეგიდან გამომდინარე. ამიტომ, ეს მგონი სამართლიანი არის, რასაც ვამბობთ და ის ცვლილებები, რომელებიც განახორციელა "ქართულმა ოცნებამ,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42