მას უნდა ჰკითხოთ რატომ მოხვდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილე მუხთარლის საქმეზე
პოლიტიკა - 10:22, 27 Jun, 2017     1489
აფგან მუხთარლის დაკავებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილე განცხადებას აკეთებს.

კამრან ალიევის თქმით, აფგან მუხთარლიმ კანონი დაარღვია და აზერბაიჯანელი სამართალდამცველები იძულებული გახდნენ ადეკვატური რეაგირება მოეხდინათ.

მისივე განცხადებით, ჟურნალისტის ბრალდებები უსაფუძვლოა და დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანები ყველაფერს თავის სასარგებლოდ ამბობენ.

„ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც აფგან მუხთარლიმ ჩაიდინა, გამოძიება მიმდინარეობს. მას უნდა ჰკითხოთ თუ რატომ მოხვდა ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რა მიზნით გადაკვეთა მან საზღვარი და რატომ გააკეთა მან ეს უკანონოდ. დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანები, ყველაფერს თავის სასარგებლოდ ამბობენ და ეს მათი უფლებაა. ჩვენი საქმე კი ობიექტური გამოძიებაა იმისა, რომ მან უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი და დაკავებულ იქნა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მე არ მეჩვენება საეჭვოდ მისი გადმოსვლა საზღვარზე, რადგან, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რა მიზნით გააკეთა მან ეს, მერე გაირკვევა ეს უცნაურია თუ არა,“ - განაცხადა კამრან ალიევმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42