საკონსტიტუციო ცვლილებები - არასამთავრობო ორგანიზაციები ფედერიკა მოგერინის, იოჰანეს ჰანს, ევროპის პარლამენტსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავენ. მესამე სექტორის ღია წერილის შინაარსი დღეს გახდება ცნობილი:
„ხელისუფლება მომართულია მისი ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ. ჩვენ ბუნებრივია, ვართ ძალიან აღშფოთებული საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს ყველა იმ მხარეს, რომელიც საქართველოს მეგობარია. მნიშვნელოვანია მათი მხრიდან ადეკვატური რეაგირება და სწორი შეფასება ამ ფაქტის,“ - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
სამოქალაქო სექტორი არსებული კანონპროექტიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას არაეფექტურად მიიჩნევს:
„განსაკუთრებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებული ბოლო გადაწყვეტილება და ზოგადად, საკონსტიტუციო რეფორმის ბოლო ეტაპი, ძალიან შორს არის კონსენსუსისგან. ფაქტობრივად ერთპარტიულად მოხდა გადაწყვეტილებების მიღება. ვცდილობთ საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, რათა მათ აამოქმედონ ბერკეტები იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშ არ დადგეს,“ - აცხადებს "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA)" აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი.
მასალის გამოყენების პირობები






