მსჯავრდებულმა „ელექტრონავტ 2016“-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 16:38, 26 Jun, 2017     1160
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა მ.თ-მ ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების მე-9 ცერემონია „ელექტრონავტ 2016“- ში მიიღო მონაწილეობა.

ინოვაციური და თანამედროვე პოპკულტურის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია საკონცერტო დარბაზ „სფეის ჰოლში“ გაიმართა. ღონისძიებაზე მსჯავრდებულმა და თანამედროვე ქართველმა არტისტებმა საკუთარი მუსიკალური ნომრები ცოცხლად შეასრულეს.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მსჯავრდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში დაწერილი საკუთარი მუსიკალური ნომერი შეასრულა, რომელიც „ელექტრონავტ 2016“-ის ნომინაცია „წლის საუკეთესო ტრეკში“ იყო წარდგენილი.

ფონდ „ელექტრონავტების” დამფუძნებლის სერგი გვარჯალაძის განცხადებით, ელექტრონავტებში მსჯავრდებულის მონაწილეობა უპრეცედენტო შემთხვევაა.

„ელექტრონავტები უკვე ცხრა წელია არსებობს, მაგრამ წელს მსჯავრდებულის მონაწილეობა განსაკუთრებული შემთხვევაა. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის და მანიშნებელია იმისა, რომ ადამიანი, რომელიც ციხეშია, კულტურულ ცხოვრებას არ არის მოწყვეტილი. ვფიქრობ, ეს ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესს,“ - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

მსჯავრდებულის თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ დაწესებულებაში სპეციალური ოთახი გამოუყო, სადაც სტუდია გააკეთა და აქტიურად მუშაობს მუსიკის წერაზე.

„წელს „ელექტრონავტებში“ პირველად ვიღებ მონაწილეობას და წარდგენილი ვიყავი ნომინაციაში „წლის საუკეთესო ტრეკი“. მომეცა საშუალება, ჩემი კომპოზიცია დაჯილდოების ცერემონიაზე შემესრულებინა. დაწესებულებაში ჩემი პროფესიით ვარ დაკავებული. ვაკეთებ იმას, რაც გარეთ უნდა გამეკეთებინა - ვწერ მუსიკას და ამაში დაწესებულების ადმინისტრაცია ხელს მიწყობს,“- აღნიშნა მსჯავრდებულმა.

ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის ყოველწლიური ფესტივალი 2008 წელს დაარსდა და მიზნად ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი არტისტების გამოვლენას ისახავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42