მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს
პოლიტიკა - 13:42, 26 Jun, 2017     1514

მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს 2023 წელს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს, - აღნიშნული შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურმა მდივანმა სარა ლუისმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.

პრემიერმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთის კურორტების განვითარების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის განხორციელებული და მიმდინარე ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს მთის სათხილამურო კურორტების განსავითარებლად - უკვე გაიხსნა სამი ახალი სათხილამურო კურორტი - გოდერძი, თეთნულდი, კოხტა-მიტარბი; მუშავდება კიდევ ოთხი კურორტის - ბაკურიანის, თუშეთის, მესტიისა და ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმები.

სარა ლუისთან ერთად საქართველოში იმყოფება საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტ - კოორდინატორი სათხილამურო ფრისტაილში ჯოზეფ ფიცჯერალდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ ინსპექციას განახორციელებს. 27-28 ივნისს იგი გუდაურისა და ბაკურიანის შესაძლებლობებსა და პოტენციალს ადგილზე გაეცნობა.

საქართველოს კანდიდატურა 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციაში 2017 წლის 1 მაისს წარადგინა. ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა შეირჩევა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე,რომელიც საბერძნეთში 2018 წლის მაისში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42