ისტორიული ქალაქის იერსახე, შეჩერებული პროექტების აღდგენა, ინფრასტრუქტურა, მეტი განათლება - ეს ის მთავარი საკითხებია, რომლის გადაჭრაც უდუმაშვილის მთავარი პრიორიტეტი იქნება.
,,მე შევძლებ, მახინჯი ნაგებობების შემოტევა მოვიგერიო და გავაცოცხლო ისტორიული ქალქი;
მე შევძლებ, საცობების ქალაქი მარტივი გადაადგილების და სწრაფი კომუნიკაციის ქალაქად ვაქციო და ამისთვის უნდა ავაშენოთ ახალი, ხარისხიანი გზები, ხიდები და ესტაკადები, მყისიერად აღვადგინოთ შემოვლითი გზის მშენებლობის და რკინიგზის გადატანის შეჩერებული პროექტები.
მე შევძლებ, უსულო ადამიანების ქალაქი ადამინებს დავუბრუნო. მეტი საფეხმავლო ზონა პარკები და რეკრეაციული ზონები, მეტი სიმწვანე დედაქალაქს, თანაბარი განვითარება მთელ ქალაქს;
საჭიროების მიხედვით მე შევძლებ დედაქალქში ახლად შემოერთებული სოფლების მოსახლეობამ თავი სრულუფლებიან თბილისელებად იგრძნონ;
ინფრასტრუქტურული განვითარება უპირველესად ამ ტერიტორებზე შევა, მე შევძლებ თბილისი გავხადო განათლების უკეთეს ქალაქად, დედაქალაქის ყველა სკოლა მიიღებს დანამატებს ქალაქის ბიუჯეტიდან და ბიუჯეტიდანვე დაფინანსდება სოცილაურად დაუცველი თბილისელი სტუდენტები და სკოლამდელი ახალგაზრდების სწავლა; ასევე წარჩინებულ თბილისელებს დაუფინანსდებათ საზღვარგარეთ სწავლა საუკეთესო უნივესსიტეტებში.
მე შევძლებ, ჩვენი ქალქი არ იყოს მძევალი ყოველი სტიქიური უბედურების წინაშე. სტიქია შეიძლება განმეოდეს, მაგრამ არ დავუშვენ იმას, რომ რეაგირება იყოს ისეთი, როგორც ეს 13 ივნისს მოხდა და რასაც ათობით თბილისელი სიცოცხლე და საკუთრება შეეწირა” - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






