„ვათავაზობთ დასავლური ღირებულებების ერთგულ ყველა ძალას, გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში“ - ნიკა მელია ზაალ უდუმაშვილის წარდგენაზე
პოლიტიკა - 12:21, 26 Jun, 2017     2223
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა. წარდგენამდე ნიკა მელიამ საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

„ჩვენ ვაცხადებთ გადამწყვეტ ბრძოლას თბილისისთვის, ნაციონალური მოძრაობის სახელით, ვთავაზობ დასავლური ღირებულებების ერთგულ ყველა ძალას, გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში და ერთად დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი თბილისში. ჩვენ ნაციონალურმა მოძრაობამ მივიღეთ სიახლით აღსავსე გადაწყვეტილება და გთავაზობთ კანდიდატს, რომელიც არ არის ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ არის ჩვენი თანამოაზრე და ჩვენი გუნდის წევრი.

გადამწყვეტ ბრძოლას, თანაც დედაქალაქში, თბილისში, სათავეში უნდა ჩაუდგეს გამაერთიანებელი ლიდერი, მას უნდა უყვარდეს თავისი ქალაქი, ზრუნავდეს მასზე, დამოუკიდებლად იღებდეს გადაწყვეტილებებს და ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ თბილისელების, თქვენს წინაშე და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინაშე.

კაცი, რომელსაც წარმოგიდგენთ, უკვე არის გამარჯვებული, წლების განმავლობაში მან არაერთხელ გაიმარჯვა, გაიმარჯვა როგორც ჟურნალისტმა, როგორც პროფესიონალმა, გაიმარჯვა როგორც მოქალაქემ, ბოლოს ის ხალხთან ერთად იცავდა თავისუფალ სიტყვას და ამ უთანასწორო ბრძოლაშიც გაიმარჯვა. ის მრავალჯერ იყო გამარჯვებული წარსულში, მაგრამ მისი მთავარი გამარჯვება არის წინ, ახლა ის მოდის ქართულ პოლიტიკაში, რათა ჩვენთან ერთად, საქართველოს ყველაზე ძლიერ, შემტევ, ენერგიულ მოტივირებულ გუნდთან ერთად მოიგოს გარდამტეხი ბრძოლა თბილისისთვის და თბილისელებისთვის, ადამიანი, რომელასაც წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატად, თქვენთვის კარგად არის ნაცნობი, მან კარგად იცის რა პრობლემები გაქვთ, რითი ცხოვრობთ, რა გიჭირთ, ის დაიბადა და გაიზარდა თბილისში, მისი მშობლების საფლავი არის თბილისში, თბილისელებს უყვართ ის და თბილისი უყვარს მას. ჩვენი მერობის კანდიდატი და თქვენი მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი. “, - განაცხადა ნიკა მელიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42