აფგან მუხთარლის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დასაბუთებულ პოზიციას გააცნობს იმასთან დაკავშირებით თუ რატომ უნდა გათავისუფლდეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი. დაცვის მხარე შესაბამის დოკუმენტაციას სტრასბურგში სავარაუდოდ დღეს გადაგზავნის.
დაკავებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბრობს მისი მეუღლე. ლეილა მუსტაფაევას თქმით, მას გული აწუხებს და ბოლო რამდენიმე დღეა არ აძლევენ შესაბამის წამლებს.
"აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის კარდეოლოგმა მოინახულა. ექიმის დასკვნით, მისი პატიმრობაში დარჩენა დაუშვებელია. ყველაფერს ემატება ისიც, რომ მას საქართველოდან აზერბაიჯანში გადაყვანის დროს სცემეს. წესით ახლა აფგან მუხთარლი ჰოსპიტალში უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ მისთვის ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტებიც კი არ მიუწოდებიათ.
ჩვენ დავამყარეთ კავშირი აზერბაიჯანულ მთავრობასთან. მათ აქვთ კითხვები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით“, - აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.
მასალის გამოყენების პირობები






