,,პრეზიდენტი ვერ მოვა - მას არაფერი არ აქვს სათქმელი“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 22:30, 25 Jun, 2017     5226
„აქ დებატებზე საუბარი არ არის. აქ საუბარია იმაზე, რომ საზოგადოების წინაშე ერთად ვისაუბროთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, თუმცა, გარწმუნებთ, რომ პრეზიდენტი ვერ მოვა ერთი მარტივი მიზეზის გამო - მას არაფერი არ აქვს სათქმელი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა იმ ბრალდებებსაც, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დაიგეგმა.

„ამ ბრალდებას ძალიან მარტივად გავეცით პასუხი. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი კონკრეტული პირის წინააღმდეგ: საარჩევნო წესის ცვლილება, სტატუსის ცვლილება, კომპეტენციების ცვლილება. რაც შეეხება არჩევნებს - საარჩევნო წესი რჩება ძალაში, ანუ გიორგი მარგველაშვილს რჩება თეორიული შანსი, რომ კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი არჩევნებში, შესაბამისად, ეს კითხვა მთლიანად არის მოხსნილი. სტატუსი მთლიანად რჩება ძალაში, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს მეთაურად, მთავარსარდლად და წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში და რაც შეეხება კომპეტენციებს, ორად ორი კორექტივია შეტანილი, ორივე წმინდა იურიდიული მოსაზრებებიდან გამომდინარე. არანაირი არსებითი ცვლილება არ ეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებსაც. აქედან გამომდინარე, ამ ბრალდებას ძალიან მარტივად გაეცა პასუხი და შესაბამისად, ბუნებრივია, პრეზიდენტს აღარ დარჩა იმის რესურსი, რომ საზოგადოებას ესაუბროს კონსტიტუციასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, პრეზიდენტის პოზიციები სუსტია.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა მუხლში არის წინსვლა და არის უამრავი ისეთი ნორმა, რომლითაც მმართველი გუნდი სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს იუარესებს.

„არცერთი მუხლი არ არსებობს, სადაც არ გვაქვს ჩვენ წინსვლა და არის უამრავი შემთხვევა, სადაც ჩვენ ვიუარესებთ საკუთარი სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს. ეს ეხება იგივე საარჩევნო სისტემას, ოპოზიციის უფლებებს და ასე შემდეგ, უამრავი ასეთი ჩანაწერი და ნორმაა კონსტიტუციაში, აქედან გამომდინარე საუბარი სუბიექტურ ინტერესებზე, როდესაც საქმე ეხება „ქართულ ოცნებას“ არის აბსოლუტურად ზედმეტი და არ არის დაფუძნებული არგუმენტებზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ სტუმრობისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42