„ნომერ პირველ ტერორისტად“ წოდებული შოთა ჭიჭიაშვილი გივი თარგამაძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 23:36, 25 Jun, 2017     6673
90-იანი წლების ბოლოს საქართველოს ეროვნული უშიშროების მინისტრის მიერ „ნომერ პირველ ტერორისტად“ წოდებული შოთა ჭიჭიაშვილი პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრს, გივი თარგამაძეს, ცილისწამებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ ჭიჭიაშვილმა ,,პოსტსკრიპტუმთან“ ისაუბრა.

საქმე ეხება გასული წლის 4 ოქტომბერს თარგამაძეზე განხორციელებულ თავდასხმას, რომლის დროსაც დეპუტატის მანქანა ააფეთქეს. გივი თარგამაძე მასზე თავდამსხმელებზე საუბრისას აცხადებდა, რომ ფაქტთან დაკავშირებული იყო 90-იანი წლების ბანდიტური დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, შოთა ჭიჭიაშვილი. თარგამაძე აცხადებს, რომ ჭიჭიაშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან ყოველთვის თანამშრომლობდა და 90-იან წლებში ამაზე ბევრი ადამიანი საუბრობდა.

თავად ჭიჭიაშვილი სპეცსამსახურებთან და დეპუტატის აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და გივი თარგამაძე ცილისწამებაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ თარგამაძეს საერთოდ არ იცნობს და მის მიმართ ,,არც კეთილგანწყობილი და ჯერჯერობით არც მტრულად არის განწყობილი“

”უსამართლობის გრძნობა მიპყრობს. რამის დაბრალება ყველანაირი საფუძვლის გარეშე უსამართლობაა და ასე არ შეიძლება. მე გივი თარგამაძის აფეთქების საქმეში არც პირდაპირი, არც ირიბი კავშირი არ მაქვს. არც შეიძლება მქონოდა. მე ამ ადამიანს არც ვიცნობ, არც არანაირი კვეთა არ მქონია მასთან, არც მტერია და არც მოყვარე, ნეიტრალურად ვარ განწყობილი მის მიმართ. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო”, - განაცხადა ჭიჭიაშვილმა.

ჭიჭიაშვილის ბანდის წევრების ანგარიშზეა არაერთი მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა თუ იმ პერიოდის ყველაზე გახმაურებული კრიმინალური შემთხვევები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42