„ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლავთ, იმპორტირებული ენერგორესურსები უახლოეს პერიოდში ჩავანაცვლოთ ადგილზე წარმოებული ელექტროენერგია ამისათვის აუცილებელია ხალხისა და მტავრობის ერთიანობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტრირების მაქსიმალური ჩართულობა“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
შუახევიჰესის" მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი შესაბამისი წყალსაცავებით და დამბებით.
"შუახევიჰესის" გვირაბის ჯამური სიგრძე 38 კილომეტრია და ის მეორე ყველაზე გრძელი ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია მსოფლიოში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.
ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 730 საქართველოს მოქალაქე.
ჰიდროელექტრო სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, ენერგოდეფიციტის დროს მთლიანად დარჩება საქართველოში. "შუახევი ჰესი" გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას.
მასალის გამოყენების პირობები






