პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მუსლიმთა თემს იფთარზე უმასპინძლა
პოლიტიკა - 12:00, 24 Jun, 2017     1432
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მოახლოებულ რამაზან ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმთა თემს იფთარზე უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა მათ რამაზანის თვე მიულოცა და კეთილდღეობა, სიკეთე და მშვიდობა უსურვა.

„ჩვენ დიდი ძმობა გვაკავშირებს და მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს, სწორედ ამ განსხვავებულობაშია ჩვენი ერთობის და ჩვენი ქვეყნის ძალა, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. თქვენი როლი ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ ვიცით ქართველი მუსლიმების ისტორიული როლი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში, უამრავი პატრიოტი და სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანი შემოინახა ისტორიის ფურცლებმა. დღესაც, თითოეული ქართველი მუსლიმი დგას სამშობლოს სადარაჯოზე და საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის საქმეში. მე მეამაყება, რომ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში დაიწყო მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა და თანადგომა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით ხორციელდება - მათ შორის, მეოთხე წელია მიმდინარეობს მუსლიმი თემისა და კიდევ რამდენიმე რელიგიური გაერთიანების, კომუნისტური რეჟიმის დროს მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით დაფინანსება; გრძელდება მეჩეთებისა და სხვა საკულტო ნაგებობების რეგისტრაცია, სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები; რამდენიმე საჯარისო ნაწილში გაიხსნა სამლოცველოები მუსლიმი ჯარისკაცებისთვის.

„მინდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას", - მიმართა პრემიერმა მუსლიმებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42