"სუსი მიმზადებდა პროვოკაციას, იძულებული გავხდი საქართველო დამეტოვებინა" - ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლის განცხადება
სოც.მედია - 13:04, 24 Jun, 2017     20344
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ჩიორა თაქთაქიშვილი მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი ფეისბუკზე სტატუსს აქვეყნებს. როგორც ნიკოლაიშვილი აცხადებს ის იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა, რადგან მისთვის ცნობილი გახდა რომ მის წინააღმდეგ სუსი პროვოკაციას ამზადებდა:

„მეგობრებო, ელიას ნიკოლსონმა არ დაგაბნიოთ, ილო ნიკოლაიშვილი ვარ და ამ სტატუსს ცუდი ამბის სათქმელად ვწერ!

ზუსტად ერთი თვე გავიდა, რაც იძულებული გავხდი საქართველო დამეტოვებინა, რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სუსი მიმზადებდა პროვოკაციას, რაც ჩემზე თავდასხმით, იარაღის ჩადებით და დაპატიმრებით დასრულდებოდა. ჩემთვის ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა 17 მაისს, ანუ, ეს დროის ის მონკვეთია, როცა სტრასბურგში ქართველი მოსამართლის ოჯახის წევრს ჩაუდეს იარაღი სახელოსნოში. როგორც ჩანს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება ბიძინა ივანიშვილი ისე გააგიჟა, რომ სულ გაპირუტყვდა და უკვე ისეთ ადამიანებს დაუწყო დევნა, რომელთა ოჯახის წევრებსაც სტრასბურგში განთავსებულ ევროპულ სხვადასხვა სტრუქტურასთან ჰონდათ, ან აქვთ რაიმე შეხება. ოჯახის წევრების რეპრესირება არის შურისძიების კლასიკური საბჭოთა ბოლშევიკური მეთოდი. სტრასბურგში ქართველი მოსამართლის ოჯახის წევრისთვის იარაღის ჩადება იყო გარეწრობის მწვერვალი. ყვლამ ვნახეთ თუ რამდენად პატიოსან ადამიანს გაუკეთეს ეს.

ჩემ შემთხვევას რაც შეეხება, იგეგმებოდა ჩემზე ფიზიკური ანგარიშსორება, იარაღის ჩადება და ამის შემდეგ მომთხოვდნენ ცრუ ჩვენების მიცემას სუსისთვის სასურველ ადამიანებზე.

ზოგადად ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩემს ოჯახს, ისევე როგორც გარეწარ ივანიშვილთან მებრძოლ უამრავ ადამიანს რეპრესიები და დევნა არ მოგვკლებია. 2016 წლის არჩევნების წინ სუსში ჩემი დაბარების შემდეგ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ მუდმივად მიწყობდნენ პროვოკაციებს, მუდმივად დაგვყვებოდა სუსის სათვალთვალო მანქანა. დადასტურებულად ვიცი, რომ მუდმივად გვისმენდნენ ხან სანქციით, ხან სანქციის გარეშე. ამ ყველაფრის მიუხედავად არ ვფიქრობდი საქართველოს დატოვებას, მაგრამ ამ ნაძირალა ხელისუფლებას ნამდვილად არ მივანიჭებდი სიამოვნებას, იარაღი ჩაედოთ და იმის სათქმელად დავეჭირეთ, რომ აი, იმ თქვენი "სტრასბურგელი ჩიორას" ქმარი თოფინი ბანდიტიაო. აღსანიშნავია, რომ მანამდე რამდენჯერმე მომიწყვეს საყოფაცხოვრებო კონფლიქტი სახლთან და საჯარო თავშეყრის ადგილებში. ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ იარაღთან, ძალადობასთან არანაირი შეხება არ მქონდა არასოდეს. პოლიციის და სამართლებრივი პრობლემების გარეშე გმოვიარე ყველა ეპოქა ამ გარეწარი ივნიშვილის ეპოქის გარდა.

ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება და პრობლემა. მისი ოლიგარქიის პირობებში ქვეყანამ დაკარგა თავმოყვარეობა, მიზანი, ბრძოლისუნარიანობა და დემოკრატია. ქვეყანაში აღარ არსებობს არანაირი ცივილიზებული დებატი, ჩვენ მოწყვეტილი ვართ არათუ გლობლურ პროცესებს, ვიწრო რეგიონულ პოლიტიკასაც კი. ოლიგარქიაში აღარ არსებობს სივრცე თანამედროვე პროცესებისთვის, ჩვენთან მკვდარია ყველაფერი გარდა იმ სამსახურებისა, რომლებიც ოლიგარქის უსაფრთხოებასა და პირად ინტერესებს ემსახურებიან. ქვეყნის უსაფრთხოება ოლიგარქის პირად მცველს აბარია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მტრების ნაცვლად სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტიკურ ოპონენტებსა და ზოგადად დემოკრატიას ებრძვის.“- წერს ნიკოლაიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42