„უშიშროების საბჭო კონსტიტუციის ერთ-ერთი სიმახინჯეა, რომელიც სწორდება“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 17:52, 23 Jun, 2017     1647
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებ ექსპერტთა განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საბჭო არის კონსტიტუციის ერთ-ერთი სიმახინჯე, რომელიც მოკლებულია ფუნქციებს.

„ერთმა ექსპერტმა დაამტკიცოს, რომ დღეს რამეს აკეთებს ეროვნული უშიშროების საბჭო ჰიბრიდული ომების კუთხით. ეს კითხვა დავსვით ჩვენ შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე. ვერცერთი ე.წ. ექსპერტი ამას ვერ ამტკიცებს, იმიტომ, რომ დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო არაფერს არ აკეთებს ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით. ეს არის დღევანდელი რეალობა. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და უსაფრთხოების სისტემაზე. ნულოვანი იქნება ეს გავლენა. ეს არის ის ორგანო, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ფუნქციებს. ეს არის კონსტიტუციის სიმახინჯე და ესეც არის ერთ-ერთი სიმახინჯე კონსტიტუციის, რომელიც სწორდება. ესენი არიან ე.წ. თავდაცვის ექსპერტთა თემი. რაღაც ტერმინებს იგონებენ. ადამიანები კითხვებს ვერ სვამდნენ კომიტეტის სხდომაზე და მათ, სამწუხაროდ, თავდაცვის ექსპერტები ეწოდებათ. ჩვენი ამოცანაა კონსტიტუციის მოწესრიგება. ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი პროგრამული პასუხისმგებლობა. ეს დაპირება მივეცით ჩვენს ამომრჩეველს 2016 წლის არჩევნების წინ, რომ დაიხვეწებოდა ქვეყნის ძირითადი კანონი და ეს დაპირება დღეს სრულდება, როგორი ხელშემშლელი ფაქტორებიც არ უნდა იყოს და ხელს ნამდვილად ვერავინ ვერ შეგვიშლის ამაში. ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42