,,რომელი მუხლით აეკრძალა მამა გიორგის ზიარება და დაედო ეპიტემია?” - მეუფე პეტრე საეკლესიო სამართლის დარღვევაზე საუბრობს
პოლიტიკა - 17:43, 23 Jun, 2017     10433
ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას თქმით, დაკავებული დაკანოზთან დაკავშირებით უზიარებლობის გადაწყვეტილების მიღება კითხვებს აჩენს. როგორც მეუფე პეტრე აცხადებს, ბრალდებული სასულიერო პირისთვის ეპიტემიის დადება მხოლოდ ქორეპისკოპოსის გადასაწყვეტი არ არის და სასულიერო პირი ამ მხრივ უნდა გაასამართლოს მინიმუმ 6-მა ეპისკოპოსმა:

„რაც ამ ციანიდის სკანდალური საქმის შემდეგ შეიკრიბა წმინდა სინოდი, ამ თემაზე მას შემდეგ განხილვა არ ყოფილა. მამა გიორგი 4 თვის განმავლობაში ითხოვდა ზიარებას.

2 საერო ადამიანი, ერთი რომელიც ცრუ ცილისმწამებელი განცხადებებით ვითომდა საპატრიარქოს სახელით აკეთებდა განცხადებებს, მეორე კი ადვოკატი ერთმანეთს სატელევიზიო ეთერში ეკამათებოდნენ - ქონდა თუ არა მამა გიორგის მღვდელმსახურება შეჩერებული. ახლა გახდა აუცილებელი რომ ოფიციალური განმარტება გაეკეთებინა საპატრიარქოს. სჯულის კანონის მიხედვით, რაც არ უნდა მძიმე ბრალდება ჰქონდეს სასულიერო პირს, თუ ის არ განერიდება საეკლესიო სამართალს და მზადაა ითანამშრომლოს, მას ზიარება არ ეკრძალება. ერთადერთი შემთხვევა როცა ბრალდებულ სასულიერო პირს ზიარება ეკრძალება, არის მაშინ, როდესაც ის ემალება საეკლესიო სამართალს. ჩვენ დღემდე ვისმენდით განცხადებებს, რომ მამა გიორგის ზიარების ან უზიარებლობის ამბავი მეუფე დიმიტრის უნდა გადაეწყვიტა, დღეს უკვე მოვისმინეთ ახალი ვერსია, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს. აქ დარღვევასთან გვაქვს საქმე, რომელი მუხლით აეკრძალა მას ზიარება და დაედო ეპიტემია? მაშინ ესეც უნდა იყოს გამოქვეყნებული. სასულიერო პირთან არც მეუფე იაკობი არ შებრძანებულა და არც სხვა იერარქები, ის ითხოვს ზიარებას თვეების განმავლობაში. ეპიტემიის დადება რამდენიმე მღვდელმთავარმა უნდა გადაწყვიტოს. სასულიერო პირი უნდა გაასამართლოს მინიმუმ 6-მა ეპისკოპოსმა. საპატრიარქომ დააგვიანა ზიარებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება, ისევე როგორც ოჯახთან შეხვედრა მხოლოდ ულტიმატუმის შემდეგ მოხდა. თუ მამა გიორგი უზიარებლობით იყო დასჯილი ხომ შეიძლებოდა ეს მის უწმინდესობას, მისი ჩვეული დიდსულოვნებით და სიყვარულით აეხსნა და ეს შეკითხვებიც აღარ გაჩნდებოდა. “- განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პატრიარქთან გამართული შეხვედრების ჩანაწერების გამოქვეყნების საჭიროება დგება.

„ძალიან ვწუხვარ რომ პატრიარქთან ურთიერთობის ჩანაწერების გამოქვეყნების საჭიროება დგება და კითხვის ნიშნებს ბადებს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ რეალობა. ეს პრობლემაა ოჯახისთვისაც და საპატრიარქოს ადმინისტრაციისთვისაც.“- აღნიშნა მეუფე პეტრემ.

როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, პატრიარქს მისი გარემოცვა იმ ინფორმაციას აწვდის, რომელიც თავად აწყობთ, მეუფე პეტრეს თქმით, მსგავსი პროვოკაციის მსხვერპლი თავადაც გამხდარა:

„პატრიარქის მდივნის და მისი გარემოცვის მხრიდან ხდება დაკვეთა ყვითელი პრესის ჟურნალისტებისთვის პროვოკაციული სტატიების, ეს მეც საკუთარ თავზეც გამომიცდია. შემდეგ ამ სკანდალურ სათაურებს აკითხებენ პატრიარქს.“- განაცხადა მიტროპოლიტმა ტელეკომპამია "პირველის" ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42