თსუ-სა და სუბარის უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 15:51, 23 Jun, 2017     1211
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და მინისტრმა სოზარ სუბარმა მოაწერეს.

თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი ბევრი მიმართულებით მუშაობას გულისხმობს, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული სტუდენტების ხელშეწყობის, საბიბლიოთეკო ფონდის შევსების მიმართულებით. „სამინისტროსა და უნივერსიტეტის პროფესორის, გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას დახმარებით, შესაძლებებლი გახდა არქიტექტორის, ხელოვნებათმცოდნის, ტუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორის კლაუს შვაგელის უმდიდრესი კერძო ბიბლიოთეკა, რომელიც მან უანდერძა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისში ჩამოვიდა. ეს არის უნიკალური წიგნები, ალბომები, რომლებიც ეძღვნება ხელოვნების ისტორიას, არქიტექტურას. ბიბლიოთეკა სამენოვანია: ინგლისურენოვანი, გერმანულენოვანი, ფრანგულენოვანი. ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გამდიდრდება ამ წიგნებით. იგი ხელმისაწვდომი იქნება როგორც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ასევე ნებისმიერი მსურველისთვის“,- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი ძალიან წაადგებათ ჩვენს დევნილ სტუდენტებს და ამავდროულად, სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვისაც. ბოლო წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას. ის რომ თსუ უკვე მოხვდა რეიტინგებში ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის და წლიდან წლამდე ეს რეიტინგი უმჯობედება, მიანიშნებს იმ დიდ პოტენციალზე, რომელიც აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენც, თუნაც მცირე წვლილის შეტანას შევძლებთ უნივერსიტეტის წარმატებებში“,- აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტრო უნივერსიტეტს პერიოდულად გადასცემს საგანმანათლებლო-სამეცნიერო ლიტერატურას. თავის მხრივ, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესის თანახმად მაღალი აკადემიური შედეგების მქონე დევნილი სტუდენტების შერჩევას სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42