საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება გრძელდება. მმართველი გუნდი, გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას, ბრალდებებით პასუხობს:
„პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება კრიზისის შექმნის მიზნამდე და ამ შემთხვევაში, რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვს დაკავებული, რომელიც აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული, არც დღევანდელი კონსტიტუციით და არც პოლიტიკური მორალით,“ - აცხადებს გიორგი ვოსლკი.
გედევან ფოფხაძისთვის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული დიალოგის ფორმატი მიუღებელია:
„უნდა ჩავწეროთ ის, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის სწორი, სხვას შეიძლება მიაჩნდეს სხვანაირად, მაგრამ ჩვენს ძირითად კანონში ისეთი ჩანაწერის გაკეთება, რომელზეც მე იმიტომ მივდივარ, რომ არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ იმიტომ მივდივარ, რომ სხვა ჩანაწერზე ვიღაც დამეთანხმოს, ასეთი კონსენსუსი დიალოგის შედეგად არ უნდა იყოს მიღწეული,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






