უშგულში მე-12 საუკუნის კოშკი დაინგრა. ,,ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უშგულს გული მოაჭრეს...“ - წერს რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ფეისბუქის გვერდზე და უძველესი ძეგლის ფოტოს ავრცელებს.
მარიამ ხაჭვანი: კოშკებს, ერთი კოშკი დააკლდათ სათვალავში.
უშგულში ერთი კოშკი წაიქცა.
12 საუკუნეს გაუძლო . მეტს ვერა...
დღეს ერთი კოშკი დააკლდა უშგულს, სვანეთს და ჩვენ ყველას.!!!
განსაკუთრებით დამენანა. ეს კოშკი და სახლი ჩვენი ფილმის მთავარი ობიექტი იყო.
მე სულ ვამბობ, რომ დღეს სჭირდება უშგულს დახმარება. ხვალ გვიანია!!! გულში რაღაც ჩამწყდა...
აისზე, როგორც სხვა კოშკები თითქოს მხნედ იყო. დაისს ვერ გაუძლო. დაისზე წაიქცა...
და ვინ იცის როგორ ტირიან სხვა კოშკები...
როგორ...
ისინი ხომ თორმეტი საუკუნე მოდიან ერთად...
თორმეტი საუკუნე დგანან ერთმანეთის გვერდში...
თორმეტი საუკუნე უყვართ ერთმანეთი...
თორმეტი საუკუნე ინახავდნენ უშგულის ისტორიას...
და ეხლა სხვა კოშკებიც შეშინდნენ...
უფრო შეშინდნენ...
მე კიდევ დღეს კოშკებს ვხატავდი...
თავი დამნაშავედ ვიგრძენი...
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უშგულს გული მოაჭრეს...


მასალის გამოყენების პირობები






