საკონსტიტუციო ცვლილებები - პარლამენტმა კანონპროექტი გუშინ პირველი მოსმენით მიიღო. დღეს რიგგარეშე სხდომაზე ცვლილებების მეორე მოსმენა მიმდინარეობს. საპარლამენტო ოპოზიცია განხილვებს პროტესტის ნიშნად არ ესწრება. კენჭისყრაში მონაწილეობა გუშინ 115-მა დეპუტატმა მიიღო, საიდანაც 114 მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო, ერთი კი დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილი. გუშინ განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეტა, რასაც ოპოზიციის რიგებიდან შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის პროტესტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს:
„მსურს გამოვეხმაურო საგანგებოდ იმ უნიჭოდ დაგეგმილ შეტევას და უნიჭოდ დაგეგმილ სპექტაკლს, რომლითაც შეტევას ახორციელებენ ჩვენი ოპონენტები პრემიერ-მინისტრის მიმართ და ეს არის იმდენად კომიკური სანახავი მათი მხრიდან, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ კონსტიტუციას ისე კემსავდნენ და არგებდნენ საკუთარ პოლიტიკურ ლიდერს, რომ კონსტიტუციამ დაკარგა საერთოდ სისტემა“, - აცხადებს ეკა ბესელია.
მასალის გამოყენების პირობები






