ღონისძიება, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, მარტინ სტროპნიცკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე წარმატებულები არიან. მან საქართველოსთან სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის შესახებ კომპანიების - „აერო ვოდოხოდის“, „ვოპ ცზ“-ის, „ვრ ჯგუფის“, „ტატრას“, „დსიას“, „ომნიპოლისა“ და „ერას“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მათ დაინტერესებულ აუდიტორიას კომპანიების ძირითადი მიმართულებები, ისტორია და წარმოების არეალი გააცნეს.
ღონისძიება საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს მასპინძლობა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა შტეფან გრივალსკიმ და საელჩოს წარმომადგენლებმა გაუწიეს.
მასალის გამოყენების პირობები






