„ეკლესიას ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც. რომელთაც სურთ ეკლესიის დისკრედიტაცია, ყოველთვის ცდილობენ, რომ რატომღაც წარმოაჩინონ რომ ეკლესიაში საშინელება ხდება, საპატრიარქოში საშინელება ხდება. რაღაცა ისინი ვართ ჩვენ, გველეშაპები და ვცდილობდით, რომ ეს ერთი მამა გიორგი დაგვერხრჩო სულ ყველას, ჩვენ თავს არ ვიმართლებთ არასდროს. არცერთი ეკლესიის წევრი საჯაროდ არ გამოვსულვართ და თავის არ გვიმართლებია. თქვენ ძალიან კარგად იცით, უამრავი რამ დაიწერა თითოეულ ჩვენგანზე და არც ერთს თავი არ გვიმართლებია, მაგრამ თუ შევეცდებით, რომ რაღაც სამართლებრივ საკითხებში ვითანამშრომლოთ, ჩვენ ყველანი ვითანამშრომლებთ, მაგრამ დისკრედიტაციაზე თუ იქნება საქმე და ეკლესიის დისკრედიტაცია მოხდეს და შესაძლებლობა იმისა, რომ მამა გიორგი საქმე გამოიყენონ ეკლესიის მტრებმა ეკლესიის ოჯახის და თვითონ მამა გიორგის წინააღმდეგ, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.“- განაცხადა მეუფე თეოდორემ.
მასალის გამოყენების პირობები






