„რაც გუშინ საქართველოს მოქალაქეებმა ტელევიზიით ვნახეთ, არ იყო სასიამოვნო სცენა“ - ანა დოლიძე პრემიერის განცხადებაზე
პოლიტიკა - 12:51, 23 Jun, 2017     23554

საკონსტიტუციო ცვლილებები - გუშინ საკითხთან მიმართებით ვრცელი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტყრმა, რასაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ეხმაურება. დოლიძე მიიჩნევს, რომ რაც გუშინ საქართველოს მოქალაქეებმა ტელევიზიით ვნახეთ, არ იყო სასიამოვნო სცენა:

"ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან მარტო დარჩენილი ერთი პარტია. ყველა პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ერთმანეთში ხშირად არ თანხმდებიან, ამ შემთხვევაში ერთიან პოზიციაზე იყვნენ და ამ ცვლილებებსაც ერთად გაემიჯნენ",-აღნიშნა ანა დილიძემ.

სპეციალურ ბრიფინგზე კვირიკაშვილმა თქვა, რომ 7 წლის წინ მიღებული კონსტიტუცია ბევრ ხარვეზს მოიცავდა.

„მსურს გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე პროცესს საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებეს და საზოგადოებას განვუმარტო ამ ცვილებების მიზანი და მნიშვნელობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდის მიერ ცვლილებების ინიცირება გარდაუვალი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითრებისთვის. 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქვეყანამ მიიღო კონსტიტუცია, სადაც დაუშვებელი ნორმები იყო შეტანილი. კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი. ამიტომ შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისიის ფარგლებში ნებისმიერ წევრს ჰქონდა საკუთარი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა და თითოეულ მათგანს შეეძლო მიეღო მონაწილეობა კონსტიტუციური ცვლილებების ფორმირების პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42