„95 წელს მე მგონი 23 პარტია იყო პარლამენტში მაშინ. ძალიან ადრე იყო მაშინ ქართული დემოკრატიისათვის და მაშინაც კი, იმიტომ, რომ იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამაში ხედავდნენ ღირებულებას, მაშინაც კი მოხერხდა კონსესუსი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ სირთულეს, მთავარია იყოს განწყობა, განწყობა იქეთკენ, რომ გადავდგათ ნაბიჯი თანხმობისკენ. თავისთავად თუ კონსტიტუციის მიღება მართლა გვინდა, უნდა გვესმოდეს ტრივიალური ჭეშმარიტება, რომ თანხმობა უნდა იყოს ფუნდამენტი, ის დუღაბი, რითაც იქმნება კონსტიტუცია და იქმნება ასეთი ტიპის დოკუმენტი. მთელი ქართული საზოგადოება არის იმ პოზიციაზე, რომ უნდა მივიღოთ თანხმობის დოკუმენტი. "ქართული ოცნება" კონსენსუსს ახორციელებს თავის თავთან დიალოგით. მარტივად, იმისთვის, რომ შედგეს კონსენსუსი, უნდა დაიწყოს დიალოგი“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






