როგორც გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში პატრიარქი აცხადებს მას თანხების შესახებ ინფორმაცია არ ქონდა.
„მეუფე იაკობი: უწმინდესმა არ იცოდა 50 მილიონის შესახებ და ხალხს ეუბნებიან თითქოს იცოდა, ახლა გაიგო უწმინდესმა, არ იცოდა მანამდე.
პატრიარქი: მე ახლა გავიგე.
თორნიკე მამალაძე: დიახ ეს 50 მილიონიც თქვენო უწმინდესობავ არის ლიმიტი. მაქსიმალური თანხის ჩარიცხვა შეიძლებოდა 50 მილიონის.
დეკანოზის დედა: რომელზეც ნული თეთრიც არ ჩარიცხულა.
თორნიკე მამალაძე: ერთი წუთით. აქ იყო საუბარი 6 მილიონზე. 6 მილიონი უნდა ჩარიცხულიყო, ეს იყო 50 მილიონი ლიმიტი. ეს 6 მილიონი...
პატრიარქი: მე არც 6 ვიცოდი და არც 50.“
მამალაძის ოჯახის წევრების თქმით, ისინი სწორედ ამიტომ ითხოვდნენ პატრიარქთან ადვოკატებთან ერთად შეხვედრას, რადგან იურისტები უფრო დეტალურად ახსნიდნენ ამ თანხების საკითხს. შეხვდებიან თუ არა ადვოკატებს საპატრიარქოში ამაზე კონკრეტული პასუხი საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან არ ყოფილა.
„პატრიარქი: არა მე ახლა განხილვას ხომ არ დავიწყებ? იურისტი არ ვარ და არაფერი.
მამა მიქაელი: არა რომც გაეცნოს უწმინდესი, უწმინდესი ხომ ვერ მიიღებ გადაწყვეტილებას? ხომ ვერ ეტყვის, რომ მოხდეს ის რაც... ჩვენი იურისტი როგორ განიხილავს ამ საქმეს, საქმე პროკურატურაშია.“
მასალის გამოყენების პირობები






