"რატომ ამბობთ, რომ მამა გიორგი ჩემთან ღამე რჩებოდა, უნდა გეშინოდეთ ღმერთის, როცა ამას ლაპარაკობთ"- ილია II მამალაძის ოჯახს
პოლიტიკა - 11:57, 23 Jun, 2017     21516
საქართველოს საპატრიარქომ, ილია მეორისა და დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. აუდიოჩანაწერის მიხედვით პატრიარქი დეკანოზის ძმის მიერ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა და თორნიკე მამალაძეს უსაყვედურა, იმ განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს დეკანოზი გიორგი მამალაძე ისე ახლოს იყო პატრიარქთან, რომ მასთან ღამე რჩებოდა

„ორშაბათის გაზეთში იყო თქვენი ინტერვიუ. პატრიარქთან რჩებოდაო ღამე მამა გიორგი. არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ. ყოველ დღე და ღამე და თქვენ იმას ამბობთ, რომ ღამე რჩებოდაო, კიდეც რომ დარჩენილიყო, რა მოხდებოდა? ძალიან ფრთხილად უნდა ილაპარაკო, რაც თავში მოგადგება უნდა განსაჯო, გააანალიზო. პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედო“- განაცხადა პატრიარქმა.

თორნიკე მამალაძემ თავის განცხადება იმით ახსნა, რომ ამით მას სურდა ეპასუხა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აცხადებნენ, რომ დეკანოზ მამალაძეს პატრიარქი კარგადაც კი არ იცნობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42