„მმართველმა გუნდმა კონსტიტუცია დაარქვა იმას, რასაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია ეთანხმება“ - ანა ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 10:57, 23 Jun, 2017     1110

სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებების ერთპარტიულ რეჟიმში დაჩქარებული წესით განხილვას აპროტესტებენ. მესამე სექტორი ვენეციის კომისიას, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილით მიმართავენ.

მიმართვაში 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია იმ პრობლემებსა და ხარვეზებზე საუბრობს, რომელსაც მათი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კონსტიტუციური პროექტი შეიცავს.

„ერთადერთი ბერკეტი ზეწოლის, რაც სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა ჩვენგანს გააჩნია, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩარევა იმისთვის, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და საკონსტიტუციო რეფორმა დაიწყოს სწორად, დაიწყოს მაქსიმალური ჩართულობით და ყველა ის კომპონენტი, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, იყოს კარგად აწონ-დაწონილი,“ - აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას არქმევს დოკუმენტს, რომელსაც თანხმობა არ აქვს.

„ეს განაცხადი აჩვენებს, როგორი მიმართება აქვს მმართველ ძალას საზოგადოებასთან, საზოგადოებრივ აზრთან და ზოგადად, კონსტიტუციასთან. მმართველმა ძალამ ფაქტობრივად ნულოვანი კონსენსუსის პირობებში, კონსტიტუცია დაარქვა იმას, რასაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია ეთანხმება,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42