საქართველოს მთავრობის მეთაური საკონსტიტუციო ცვლილებების კრიტიკის გამო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი გააკრიტიკა.
გიორგი კვირიკაშვილმა კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ოპოზიცია ცდილობს მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის არასამთავრობო სექტორის, იმისათვის, რომ დაუპირისპირდნენ ეს არის არგუმენტებს მოკლებული და უსამართლო“.
პრემიერმა საზოგადოებასთან მიმართა:
„მინდა მივმართო საზოგადოებას და ვთხოვო მათ, რომ კარგად გაიაზრონ ამ მიღწევების ფასი, გაიაზრონ თუ რამხელა მუშაობის შედეგია ყველაფერი ეს და კარგად შეხედონ იმ პროგრესს, რომელსაც გამოიწვევს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების დაბალანსების კუთხით და დემოკრატიის ხარისხის ზრდის კუთხით. მინდა ცალსაცხად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლიებები არის უდიდესი გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, რატომ დარჩა „ოცნება“ ცვლილებებთან მარტო და რატომ უცხადებენ მას პოლიტიკოსები და ექსპერტები უნდობლობას, თუმცა კვირიკაშვილმა მედიის კითხვებს არ უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები






