გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებებით რეგულირდება შემდეგი საკითხები: „მიწის გასხვისება აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე. შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით. იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ფიქსირდება ქვეყნის საგარეო არჩევანი. იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები. შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი, მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები”- აცხადებბს მთავრობის მეთაური.
კვირიკაშვილის თქმით, 2018 წელს პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
მისივე განცხადებით ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ჯანსაღი და დემოკრატიული მიდგომების არსებობას“.
მასალის გამოყენების პირობები






