პრეზიდენტმა თბილისში ვაცლავ ჰაველის ძეგლი გახსნა
პოლიტიკა - 17:31, 22 Jun, 2017     6018
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში, ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი ჩეხეთის თავდაცვის მინისტრთან მარტინ სტროპნიცკისთან ერთად გახსნა.

ძეგლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პრზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკრებულოს, მერიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისი თაოსნობითაც და მონაწილეობითაც დაიდგა ჩეხი საზოგადო მოღვაწის ძეგლი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჰაველის ძეგლი მნიშვნელოვანი გზავნილია ქართული საზოგადოებისთვის, რომ ის ღირებულებები, რომლითაც ვაცლავ ჰაველი ხელმძღვანელობდა პოლიტიკაში, ჩვენთვის დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია.

,,ჰაველის მოღვაწეობა ძალიან ნათლად ეუბნება ქართველ და ჩეხ პოლიტიკოსებს, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს ღირებულებებზე აგებული.

ჰაველის მთელი მოღვაწეობით მტკიცდება ტყუილი იმ გარყვნილი აზროვნების, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და პოლიტიკოსებმა ბინძურად უნდა აკეთონ ეს.

ჰაველის მოღვაწეობით ბათილდება ის ტყუილი, რომ უნდა ილაპარაკო ღირებულებებზე და რეალურად ცხოვრებაში სხვა პრინციპებით იცხოვრო.

ამიტომ, ჰაველის ძეგლი მშვენიერი გზავნილია ქართული ახალგაზრდობისთვის, რომ პოლიტიკა მათი საქმეა, პოლიტიკაში მათ გულწრფელად უნდა იმოქმედონ და რეალურად ღირებულებებზეა დამყარებული პოლიტიკა.

მე ჩეხეთში, პრაღაში ვცხოვრობდი დიდი ხნის განმავლობაში. მახსოვს, როდესაც ჰაველი იყო პრეზიდენტი რამდენად ავსებდა ეს, ჩეხ ახალგაზრდობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ძეგლის გახსნა ქართული საზოგადოებისთვის ვაცლავ ჰაველის ღირებულებების გამტკიცების საწინდარი იქნება.

ვაცლავ ჰაველის ძეგლის ავტორი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42