საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით დღეს მიიღო. 115 ხმა არსერთის წინააღმდეგ, რიგგარეშე სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრებოდა. დარბაზში 115 დეპუტატიდან 114 მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო, ერთი კი დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. კვორუმისთვის 113 ხმა იყო საჭირო.
„ასეთი კონსტიტუცია უზრუნველყოფს სტაბილურობას განვითარებისათვის. არ არის ეს ერთი პარტიის მიერ მიღებული, აქ არის რამდენიმე პარტია, რომელიც უმრავლესობაში ისევე გაერთიანდა, როგორც ის კოალიცია პატარ-პატარა პარტიებისა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ არიან შეკრებილნი, საუკეთესო ვარიანტია, როდესაც პარტიები ბარიერის სხვადასხვა მხარეს მდგომი და მწვავედ დაპირისპირებული, ერთობლივ დოკუმენტს იღებენ, მაგრამ რაც არ უნდა სასურველი იყოს, რეალობა სამწუხაროდ საქართველოში დღეს სხვა არის“, - აღნიშნავს გია ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები






