არასამთავრობო ორგანიზაციები ბოიკოტის რეჟიმზე გადადის და საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პასუხობს:
„არ ვიცი სიტყვა აბსურდი რამდენად არის ის სიტყვა, რომელიც არასამთავრობო სექტორმა თავის დასკვნებში უნდა გამოიყენოს ან რამდენად ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ კითხვას, მე არ ვიცი. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ბოლომდე იყვნენ ჩართულნი და მათი შემოთავაზებების დიდი ნაწილი არის ასახული ახალი კონსტიტუციის პროექტში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი და დღევანდელი კონსტიტუცია, რომელიც ყველა წინა ხელისუფლებას უნდოდა თავისთვის, დავუბრუნოთ ხალხს. საარჩევნო სისტემა იცვლება უფრო დემოკრატიული სისტემით და ჩვენ ამ სესიაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ პროპორციულ სისტემაზე მოხდეს გადასვლა უკვე შემდეგ არჩევნებზე, რაც ასევე პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო სისტემა მომავალში აუცილებლად შეიცვლება პროპორციული სისტემით, ბონუსის ისეთი მექანიზმით, რომელიც უკვე ვენეციის კომისიისთვის მისაღებია და რომელზეც აყენებდნენ გარკვეულ შენიშვნებს ოპოზიციური პარტიები. ეს შენიშვნებიც გათვალსიწინებულია“, - აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.
მასალის გამოყენების პირობები






