აღნიშნულ თემაზე მეტ განმარტებას ითხოვს ფონდ "ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორი ლაშა ტუღუში:
„ბევრი შეკითხვა და ბევრი საკითხია, რომელიც ძალიან ბუნდოვნად არის გადმოცემული ამ კანონპროექტში, ბუნდოვანია ნაწილი, რომელიც ეხება სტარტაპებს, იმიტომ, რომ გენერალურ დირექტორს აქვს შესაძლებლობა დააფინანსოს რაღაც პროექტები და მე ვფიქრობ, ესეც ცოტა უცნაურია და მეტ განმარტებას ითხოვს.“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენლის თამთა მიქელაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელში შრომითი უფლებები პრობლემური სფეროა:
„იმ პირობებში, როდესაც ბევრი ეჭვები არსებობს იმის თაობაზე, რომ "GDS"-ის სტაფის გადაყვანა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე და შესაძლოა მასშტაბური შრომის უფლებების დარღვევაზე ვილაპარაკოთ, ეს ცვლილება და სამეურვეო საბჭოს გაყვანა შრომითი ურთიერთობებიდან ძალიან პრობლემური სფეროა.“ - განაცხადა თამთა მიქელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






